მეუფე იაკობი: მე რა შეხებაც მქონია ნარკომანებთან, საშიში ხალხია, ღალატზეც, თუ გაიხსენებთ ცოლები გადაჰყავდათ და წამალში ცვლიდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი თვლის, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანები არ უნდა დაიჭირონ, თუმცა, ის მარიხუანის წარმოების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
“მარიხუანის ექსპორტმა, რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს… მოწევისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, იმას ისიც ეყოფა, რომ ეწევა. ასეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ შესაბამისი მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოსგან. მე რა შეხებაც მქონია ნარკომანებთან, ძალიან საშიში ხალხია.. ღალატზეც, თუ გაიხსენებთ ცოლები გადაჰყავდათ და წამალში ცვლიდნენ… სახელმწიფო როგორ აიღებს ხელში ამ საკითხის მოგვარებას არ ვიცი, სერიოზული დაფიქრება უნდა, ცოდოა ის ხალხიც, უნდა ვუშველოთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები