დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ანაკლიის ბანაკში დაისვენეს

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა.
დახურვის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს გიგა გაბელაიას და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბანაკის ორგანიზებაში.
ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.
პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა.
ბანაკმა წელს 3 000-მდე მოზარდს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები და ბენეფიციარები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები