მერაბ ჯანიაშვილი: სწორი კანონმდებლობის პირობებში, ჩვენმა ქვეყანამ მარიხუანას ექსპორტით შეიძლება სარგებელი მიიღოს

“თუ სწორ კანონმდებლობას შევარჩევთ, ჩვენმა ქვეყანამაც შეიძლება მიიღოს სარგებელი მარიხუანის ექსპორტით და რაღაცა სასწაული ეს არ არის,ბევრი ქვეყანა ახდენს ამას”,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.
“ის ქვეყნები, სადაც მოხდა სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება ან მთლიანად მარიხუანაა ლებალიზებული, მაგალითად დიდ ბრიტანეთი არის დღეისთვის ლეგალური მარიხუანას ექსპორტის ლიდერი ბაზარზე, მეორე ადგილზეა ჰოლანდია და იგეგმება რომ კანადაში, როდესაც ლეგალიზება მოხდება,17 ოქტომბრიდან იგეგმება,მაშინვე კანადური კომპანიები დაიწყებენ ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე.
ლეგალური მარიხუანის წარმოება ყოველ წელს იზრდება. დღეისთვის ლეგალური მარიხუანის წარმოება 220 ტონამდე ადის, აშშ-ს რაც შეეხება გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ რამდენიმე შტატშია ლეგალიზებული ,მაგრამ ექსპორტი არ არის დაშვებული ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით, შესაბამისად სხვა ქვეყნები აქტიურობენ ბაზარზე, იგივე ავსტრალიაში წელს მიიღეს ექსპორტის ლეგალიზების შესახებ კანონი, საბერძნეთში ამ წლის დასაწყისში მიიღეს, საბერძნეთი ფიქრობს რომ ამ ბიზნესით 200 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს ათ წელიწადში, გამომდინარე იქედან, რა კანონმდებლობაც დღეს ჩვენ გვაქვს, ჩვენი კანონმდებლობით მოხმარება სრულად ლეგალიზებულია, მაგრამ რომ არც მოხდეს საქართველოში რეალიზება,ბევრი ქვეყანა თავის ქვეყანაში არ ახდენს რეალიზებას და გააქვს ექსპორტზე, დიდ ბრიტანეთშიც მარიხუანას რეალიზაცია აკრძალულია,მაგრამ ექსპორტი ლეგალიზებულია,ჰოლანდიამ ბევრად უფრო დიდ შედეგს მიაღწია სწორი რეგულაციებით, ვიდრე აგრესიული პოლიტიკით. თუ გამოიყოფა ადგილები სადაც მოყვანა და ექსპორტი მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინაიდან მაღალი გადასახადით იბეგრება და ბიუჯეტიც შემოსავალს მიიღებს”,-განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები