თამარ გუდავა: საკუთარი განცხადებებით ოპოზიცია მომავალ მარცხს ამართლებს

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით, ცესკო თავად ყველაზე მეტადაა დაინტერესებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში.
– გუშინ, ბათუმში განცხადება გააკეთდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პარტიული ნიშნით არ დაუშვას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, თან ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალებებას გეგმავს. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას?
არჩევნებამდე ხშირად გაკეთედება მსგავსი განცხადებები და ცესკოს მისამართით ბრალდებებს ხშირად მოვისმენთ. ჯერ მოწოდებები გაიცემა და შემდეგ ამას მოყვება ფრაზა: „ჩვენ ხომ ვამბობდით“! მსგავსი განცხადებებით მოხდება ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში, წარუმატებლობის გამართლება. ცესკოს მუშაობას უამრავი ადამიანი აკვირდება, როგორც ქართველი ისე უცხოელი. ცესკო თავად ყველაზე მეტად დაინტერესებულია და მოუწოდებს ყველას: მედიას, უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციებს დააკვირდენენ საარჩევნო პროცესის გამჭირვალობას, რომ უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და მისი ლეგიტიმური შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები