“იბერიას” თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
ისინი კანცელარიის შენობასთან ტელეკომპანიიდან მსვლელობით მივიდნენ. აქციას წინ უძღოდა “იბერიას” მხრიდან მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა.
ტელეკომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მათი განცხადებით, თავდასხმა მიმდინარეობს “ომეგა ჯგუფზე”, რომელიც ტელევიზიას აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები