მაია მიმინოშვილმა, ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ თანამდებობები დატოვეს

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში სისტემაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობები დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა: ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ. ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები