კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი, კაპიტალური გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის ბაზალტის ქვაფენილი იგება, რომელიც სავალი ნაწილის 1 500 კვ.მ ფართობს მოიცავს.
„გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქუჩაზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა და 370 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელები იფუნქციონირებს. ერისთავის I და II შესახვევში კაპიტალური გზა დღემდე არ არსებობდა და უამინდობის დროს, მოსახლეობა შეუზღუდავად ვერ გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, ნიაღვარი, რომელიც ერისთავის ქუჩიდან ძლიერი წვიმების დროს მოედინებოდა მოძრაობას ადგილობრივებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, პარალელურ ქუჩაზეც აფერხებდა“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ქვაფენილის ახალი გზის მოწყობის სამუშაოები კოჯორში სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 413 ათასი ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები