გიორგი გუგავა: ზაზა სარალიძე არ შეგვხმიანებია

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, პარტია ზაზა სარალიძის მიერ დაანონსებულ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, აქვე, ისიც აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნებს სრულად იზიარებს და მას მხარსაც უჭერს.
გიორგი გუგავამ “ლეიბორისტული პარტიის” მიერ აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავების მიზეზიც განმარტა.
„ბატონმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ აქცია აპოლიტიკური უნდა ყოფილიყო და ბუნებრივია, ჩვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას და მათ მოწოდებებს. ისინი – შვილმკვდარი მამები ამ ქვეყანაში სამართალს ეძებენ. გადავწყვეტთ ამას. როგორც ვიცი, აქცია აპოლიტიკურია, გავარკვევთ აქციის ორგანიზატორებთან”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
გარდა ამისა, გიორგი გუგავას ინფორმაციით, ზაზა სარალიძე მათ არც შეხმიანებია.
„თავად ზაზა სარალიძე არ შეგვხმიანებია, ზოგადად, როგორც ვიცი, საზოგადოებას მოუწოდეს, რომ აქცია აპოლიტიკური შინაარსის უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც საზოგადოების წევრი, მათ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მამამ – ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები გუშინ გაანახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები