შპს “ინჟინერთა ჯგუფის” სააღსრულებო საქმისწარმოება ეფექტურად მიმდინარეობს

შპს “ინჟინერთა ჯგუფის“ მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება დაწყებულია 2018 წლის 10 აგვისტოდან და აერთიანებს 34 საქმეს.
როგორც”კვირას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, საქმისწარმოება თავისი შინაარსით და მოცულობით კომპლექსურია. თუმცა მათივე ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ეფექტური სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებით, უმოკლეს დროში, უზრუნველყო მოთხოვნილი თანხის უმეტესი ნაწილის, 300 ათას ლარამდე თანხის ამოღება. დანარჩენ ნაწილზე გრძელდება იძულებითი ღონისძიებები.
“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ, ბიუროში შემოსულია არა ერთი საჩივარი აღსასრულებელი აქტების სამართლებრივი შესწავლის მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს საკითხის სამართლებრივ გამოკვლევას, რომლის დასრულების შემდეგ, ბიურო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და მოახდენს ამოღებული თანხის განკარგვას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური შეხვდა კრედიტორ მხარეებს, რომელთაც, თანხის დროული მიღების მოთხოვნით, ბიუროს ეზოში აქცია გამართეს. შეხვედრაზე კრედოტორებს განემარტათ საქმისწარმოების მიმდინარეობის პროცედურები. აღსრულების ეროვნული ბიურო მაქსიმალურად მოკლე დროში და მხარეთა ინტერესების დაცვით, უზრუნველყოფს მოცემული საქმის აღსრულებას”, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები