ზესტაფონის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლებია დაბრძანებული

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების ასლებია დაბრძანებული, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით დაიწერა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხატებს ერთი წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოატარებენ.
სასწაულმოქმედი ხატების შემობრძანებას, მრევლთან ერთად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი- მეუფე მელქისედეკი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე და სხვა სასულიერო თუ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოგეხსენებათ, წელს არის საიუბილეო თარიღი – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ასევე, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავი. სწორედ ამ თარიღებს ეძღვნება ეს მოვლენა. მინდა მივულოცო მრევლს ეს დიდი სიხარული. ყველას ვუსურვებ, ღვთისმშობელი ყოფილიყოს მათი მფარველი”, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხატები ორი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მოლოცვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები