ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია იმართება. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს გააცნობს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები