გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ნაკრების ვიცე- კაპიტანი გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს. კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება“, – აცხადებს კაშია.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა.
უწყება მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა.
ცნობისთვის, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარში“ “დინამო არენასთან” დაგეგმილ აქციას აუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები