შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაფრთხილებთ:შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა,ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი,ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია,ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება, ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს,გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.
აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები