ნინო თანდილაშვილმა თანამშრომლებს გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა თანამშრომლებს გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ სააგენტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სააგენტოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტო 2008 წელს ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიისა და ნაპირდაცვის სამსახურების, ასევე, შავი ზღვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, სადაც გაერთიანდა გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი დარგები, რომლებიც ქვეყანაში გარემოსდაცვით მონიტორინგს და არსებული ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას ახორციელებენ, ​ რაც კლიმატის გლობალური ცვლილების საერთო ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები