ზაზა გაბუნია სალიბაურის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბათუმში, სალიბაურის ხელოვნების საზაფხულო ბანაკს ესტუმრა. სალიბაურის ხელოვნების საზაფხულო ბანაკი, “დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად” პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს, სადაც მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან წარმოდგენილი.
ორკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, იმოგზაურონ მუსიკის სამყაროში, მოისმინონ ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები და მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ფესტივალში.
„აღფრთოვანებული ვტოვებ სალიბაურის ხელოვნების ბანაკს – ნიჭიერი, ხალისიანი, ძალიან საყვარელი, თბილი, პატრიოტი ბავშვების გაერთიანებას, რომელთაც დიდი სიყვარული და სითბო მაჩუქეს. მადლობა მათ ამისთვის”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოვიჟენი” ახორციელებს. პროექტის მუსიკალური მხარდამჭერია ბათუმის მუსიკალური ფესტივალი.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები