სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7 სექტემბერს, კახეთის რეგიონში 75 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად აიცილეს.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, 7 სექტემბერს, საღამოს, სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე, საგარეჯოს და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გაისროლეს რამდენიმე ათეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები