ფაროსანას მექანიკურად განადგურების მეთოდები ჩხოროწყუს მოსახლეობას გააცნეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური განადგურების მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სურსათის ერონული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, საკოორდინაციო შტაბის წევრები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ. შეხვედრებზე მოსახლეობას მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე მიეწოდა ინფორმაცია, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად, მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.
სპეციალისტებმა, თვალსაჩინოებისთვის, საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით, განადგურება.
„მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები სოფელ ლესიჭინეშიც განთავსდა. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1300-მდე ფერომონია დამონტაჯებული. პარალელურად, სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები