შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს.
ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ზღვაში ბანაობა კი აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
“​კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები