დისკუსია -“ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დისკუსია – “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში გარდაცვლილ ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ივანე კუპრაძეს. ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა თუ მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სოციალურ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული ბანერებისა და ფოტოების გამოფენაც მოეწყო. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები სამი საათის განმავლობაში, დასმულ შეკითხვებზე პასუხებს დარგის ექსპერტებისგან ისმენდნენ. დისკუსიის მიზანი იყო, დაინტერესებულ საზოგადოებას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ სანდო ინფორმაცია მიეღო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის აქტუალობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მოწყობას კვლავ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები