23 წლის გიორგი ჩიტაძე საწოლსაა მიჯაჭვული – ოჯახს დახმარება სჭირდება

ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, 23 წლის გიორგი ჩიტაძისთვის, 2016 წელი საშინელი აღმოჩნდა. უეცრად თავი ცუდად იგრძნო და ძირს დაეცა. მესამე წელია, რაც გიორგი საწოლსაა მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს და ამიტომ ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული. მას დედა უვლის, რომელმაც სამსახურს თავი დაანება და შვილს ერთი წამითაც არ სცილდება.
ამ ოჯახს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. გიორგის მკურნალობის მიზნით, მათ მოუწიათ საკუთარი ბინის და ფასეული ნივთების გაყიდვა, თუმცა სასურველი შედეგი არ დადგა. ახლა დედა–შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ისინი არც სოციალურ შემწეობას იღებენ და შესაბამისად, ძალიან უჭირთ.
თუ გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ გიორგი ჩიტაძეს, თანხა, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სანაციის მილების შესაძენად, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება გიორგი ჩიტაძე) ან ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/360-chitadze/
ჩვენ არ დაგტოვებთ, გიორგი! – პროექტები – ჩერნოვეცკის ფონდი საკვების გარეშე ადამიანი კიდევ როგორმე გაძლებს, მაგრამ წამლების გარეშე გიორგი ვერ გადარჩება! chernovetskyifund.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები