რიგაში საკვები მრეწველობის გამოფენაში 11 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა – „Riga Food 2018” გაიხსნა, სადაც “ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული კუთხე მოეწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკვები მრეწველობის გამოფენაზე 11 სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი: „ტყუპების ღვინის მარანი“, „ვაინ მენ“, „ასადელი“, „GEO-US WORLD EXPORT“, „კულა“, „ქართული ლუდის კომპანია – ზედაზენი”, „თამარი“, „Wine Products and Spirits”, „EU-GS STANDART GmbH (GEORGIAN PRODUCTION)“,  „ქინძმარაულის ღვინის მარანი“ და “ELKOR FOOD&WINE LTD“.

ქართულ სტენდთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, სოლომონ პავლიაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იანის დუკლავსსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, კასპარს გერჰარდს უმასპინძლა.

2017 წელს, საქართველოდან ლატვიაში 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა ასევე სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7 %-ით), ბოსტნეულის – ძირითადად მწვანილი, (64 %-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი. “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია და 15 ქვეყანა იღებს, მათ შორის საქართველო,  რომელიც ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები