“პაციენტებს, რომლებმაც C ჰეპატიტზე უშედეგოდ იმკურნალეს, ოქტომბრიდან განკურნების ახალი შანსი მიეცემათ”

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იმ პაციენტებს, რომლებისთვისაც C ჰეპატიტზე მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ოქტომბრიდან განკურნების ახალი შანსი მიეცემათ. როგორც მან აღნიშნა, მკურნალობით ამ დაავადების განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.
„C ჰეპატიტის პროგრამით, განკურნების მაჩვენებელი 98.2 პროცენტს შეადგენს, მკურნალობა წარუმატებელი ამ პერიოდის განმვალობაში 490 პაციენტისთვის აღმოჩნდა. 100-პროცენტიანი არც ერთი მედიკამენტი არ არის. ამ პაციენტებზე, ზუსტად გუშინ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ტელეკონფერენცია, რომელსაც ახალ შესაძლებლობას მივცემთ, ამ 490 ადამიანსაც განკურნების საშუალებას უკვე ოქტომბრიდან მივცემთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები