სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ.
მან ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა და ახლადდანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები