თამარ ჩუგოშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე პასუხისმგებლობა უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას ეკისრება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ისინი უმრავლესობაში იყვნენ, ამიტომ ყველა შედეგი, რაც დაიდება, მათი პასუხისმგებლობაა.
„დასკვნის განხილვა წინ გვაქვს. ამიტომ ბევრს ვერ ვისაუბრებ და მოკლედ ვიტყვი, რომ კომისიაში უდიდესი უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. კომისია მთლიანად მივეცით ოპოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველანაირ შედეგზე, რასაც ეს კომისია დადებდა, პასუხიმგებლობა აეღო. ყველაფერი, რაც კომისიაში მოხდა, როგორც წარიმართა მისი საქმიანობა, რა შედეგები დაიდო, ეს არის თავიდან ბოლომდე ოპოზიციის პასუხიმგებლობა. ჩვენ ხუთი წევრი გვყავდა, მათ – ცხრა, ასე რომ, ამაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“, დასკვნას ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. არსებული ინფორმაციით, ​საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები