სოფელ გლდანის მიმდებარე ტყის პირას მოქალაქემ შველი იპოვა

112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სოფელ გლდანში გამოცხადდნენ, სადაც მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა.
შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.
შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც მიბარებული შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მას  ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები