თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ის ფეხის არეშია დაჭრილი.დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა)მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები