“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და იაპონია, ძალიან მნიშვნელოვანია”

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისრაელთან და იაპონიასთან ძალიან მნიშვნელოვანია.
“რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ორმხრივ ვაჭრობას ელვისებურად ვერ გაზრდის, მაგრამ ეს იქნება კარგი სტარტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ამით ჩვენი კომპანიებისა და ჩვენი წარმოებების სწორება მოხდება იმ სტანდარტებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში ვაჭრობისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.
მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
ნინო ევგენიძის განმარტებით, „სწორედ ამის შემდეგ იქნება სავაჭრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება შესაძლებელი და ყველა იმ სიკეთის და სარგებლის მიღება, რასაც ზოგადად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები