ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სამძიმარს უცხადებს 5 სექტემბერს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობისას დაღუპული ივანე კუპრაძის ოჯახს.
„ივანე კუპრაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. იგი ათ წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას და ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირა ბორჯომის უნიკალური ნაკრძალის დაცვას. დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ადამიანების დაკარგვა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მისი ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ივანე კუპრაძის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები