გასული სამი თვის განმავლობაში, საქართველოს ​მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ​მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაშია ნათქვამი. სტატისტიკა წყალზე განხორციელებულ სამაშველო ღონისძიებებს ეხება.
სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში მაშველებმა მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს. უფრო კონკრეტულად: გადარჩენილები – მდინარე – 27; ტბა – 49; ზღვა – 240; დაღუპულები- მდინარე – 27; ტბა 14; ზღვა – 10.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები