გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის თემაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე 3 თვის განმავლობაში, პროექტის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
იური ნოზაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ასევე, სატყეო კანონმდებლობის სრულყოფას, რისთვისაც ნოზაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას გარემოსდაცვით საკითხებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე დარრასი ესწრებოდა. ალექსანდრე დარრასის განაცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოსთვის მოუწევს მუშაობა, მან მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები