პრემიერმა ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობისას დაღუპული რეინჯერის​ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობისას დაღუპული რეინჯერის​ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
როგრც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანე კუპრაძე გამორჩეული და თავდადებული რეინჯერი იყო.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობისას, დაიღუპა ჩვენი მოქალაქე ივანე კუპრაძე. ის გახლდათ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გახლდათ გამორჩეული და მართლაც თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ნაკრძალში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი, 43 წლის ივანე კუპრაძე ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. სალიკვიდაციო სამუშაოების დროს, რეინჯერს ხე დაეცა. მომხდარზე შს სამინისტროს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები