ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედასა და ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედას, ნათია გობაძესა და ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს, ლიკა ბაქრაძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი დაიხურა და დამსწრეებმა დარბაზიდან დერეფანში გადაინაცვლეს.
ვითარება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. მათ ვეფხია ბაქრაძის ყოფილი ცოლი და მოკლულის დედა, ნათია გობაძე შენობიდან გაიყვანეს. მოგვიანებით, ნათია გობაძე მანდატურების თანხლებით, სასამართლო დარბაზში შეიყვანეს, სადაც მას დაკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები