დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, IV და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელ ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწენიძის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ოთარ ჩხეიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) შმიდტის, ოთარ ჭილაძის, ბურძგლას, მიცკევიჩის, ცაგარელის, საბურთალოს, საირმის და გორის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჟღენტის, ნუცუბიძის და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, გორგასლის, კრწანისის, გრიგოლ ხანძთელის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიას, აბოვიანის და ტყავის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფ. თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისის და ოქოყანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, გიორგი მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, კვაჭანტირაძის, როსტომაშვილის, ჩოხელის, ბალადანის, თეთრიწყაროს, დოლიძის, ბაქრაშვილის, წულაძის, ციხისძირის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების I, II და IV მიკრარაიონის I კვარტლის, მხატვრების დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების IV კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვატლის, მეტრომშენის დასახლების, ხელოვანთა, სულაქველიძის, ალუბლების, შანდორ პეტეფის, პატარიძის, მშველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს და თრიალეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-2 დასახლების, ჯანჯღავას, კაჭარავას, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები