როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

ხვალ, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
7 – 8 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები