ატენის ხეობაში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა

ატენის ხეობაში, ტყის მასივში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰა – მდე ფართობი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ტყის სახანძრო სპეცმანქანები ჩაერთვებიან, ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდიც. ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები