სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე ჩაუტარდა

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს რაიონში, სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია დამატებით, ოთხ მისამართზე ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას გამზირის N39-ში, ჭილაძის ქუჩა N166-ში, ყაზბეგის გამზირის N41-ში, N11-N13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და ლითონის ბადეები განახლდა. ასევე, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი. სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტმა“ განახორციელა“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში უკვე ათი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები