მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, 51 წლის მამინაცვალი დააკავეს

13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.
მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები