„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ სესიას დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ (CIGRE) სესიას დაესწრო.
სესიის ფარგლებში, სსე-ს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ტექნიკურ სემინარებსა და შეხვედრებში, დაესწრო გამოფენებს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე მსოფლიოს უახლესი მიღწევები ელექტროენერგეტიკის სფეროში. შეხვედრის ძირითად მიზანს, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის, CIGRE-საქართველოს სამომავლო ფუნქციონირება და შესაბამის აქტივობებსა თუ კვლევით კომიტეტებში ქართველი ინჟინრების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
CIGRE – საქართველოს ეროვნული კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ორგანიზაციის მმართველობითი სტრუქტურების წევრებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლებთან.
ცნობისთვის, დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს საფრანგეთში დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს აერთიანებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები