იმერეთის გუბერნატორმა 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიაში გაამგზავრა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიაში გაამგზავრა.
მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
“თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, ჩვენი რეგიონი და საკუთარი მუნიციპალიტეტები წარმოაჩინოთ და გააცნოთ ლატვიელ ახალგაზრდებს. თქვენ უნდა დააინტერესოთ თითოეული მათგანი, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ვიცი, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიწვეული ხართ ლატვიაში საქართველოს საელჩოში, გაქვთ შეხვედრები სხვადასხვა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა, ნაყოფიერად გამოიყენოთ ყველა შეხვედრა. კარგია, რომ იმერეთზე პრეზენტაცია გაქვთ მომზადებული და აპირებთ ყველა შეხვედრაზე აჩვენოთ. მე გპირდებით, ყოველთვის ხელს შევუწყობ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას. გისურვებთ საინტერესო ვიზიტს“,- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15 წარჩინებული მოსწავლის პოლონეთში გამგზავრებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები