გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ ბიზნესბიულეტენში ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოზიცია გამოაქვეყნა

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ DWV, 2018 წლის აგვისტოს ბიზნესბიულეტენში ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოზიცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი ეძებს ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ბიზნესებს/ინვესტორებს, რომლებიც ისტორიული უბნის – “კატერინენფელდის” ტერიტორიაზე საკუთარ ბიზნესსაქმიანობას განახორციელებენ.
ბიზნესბიულეტენში შესულია მოკლე ცნობები მუნიციპალიტეტის შესახებ და აღნიშნულია, რომ ორსაუკუნოვან ქალაქ ბოლნისში შემორჩენილია გერმანელების მიერ დაარსებული დასახლება “კატერინენფელდი“, სადაც არის გამორჩეული არქიტექტურით ნაშენი ნაგებობები, რამდენიმე მათგანს კი მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
“მუნიციპალიტეტი მზად არის, ხელი შეუწყოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ინვესტორთან, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში (PPP). ამ მიზნით, ეძებს ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ბიზნესებს/ინვესტორებს, რომლებიც „კატერინენფელდის“ ტერიტორიაზე განახორციელებენ საკუთარ ბიზნეს საქმიანობას“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.
აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ ბიზნესით დაინტერესებულ 4500-მდე პირს დაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები