თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კოჯრის გზატკეცილის, დადიანის, ბეთლემის, კრწანისის, ასათიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამასთან, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, გიგა ლორთქიფანიძის, ქიქოძის, იაშვილის, ათონელის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ამაღლების, დავითაშვილის, მუსხელიშვილის და მარო მაყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ამასთან, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, რჩეულიშვილის, საქანელას, ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებსაც. კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის მცხოვრებლებს.
 
ამასთან, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის მცხოვრებთა ნაწილსაც. კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.
 
გარდა ამისა, სამგორის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3-ის დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
 
როგორც „თელასის“ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები