ნინო ზაუტაშვილი ვასილ მაღლაფერიძეს: ეს GDS-ი არ არის, ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია და მასკარადს ნინო ზაუტაშვილი არ აწყობს

“ნუ ცდილობთ ყველაფრისგან მასკარადის გაკეთებას. თქვენი ყველა მეორე წინადადება არის ტყუილი”, – ამ სიტყვებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ნინო ზაუტაშვილს მიმართა.
ვასილ მაღლაფერიძეს პროფკავშირების წარმომადგენლები და ტელევიზიის ის თანამშრომლები ხვდებიან, რომლებსაც მაუწყებელი საათობრივ ანაზღაურებაზე და ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობს. შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა.
„ეს GDS-ი არ არის, ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია და მასკარადს ნინო ზაუტაშვილი არ აწყობს. თუ მასკარადზე წავიდა, უარეს მასკარადსაც მოვაწყობ“, – მიმართა ნინო ზაუტაშვილმა ვასილ მაღლაფერიძეს.
თანამშრომლებმა ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ხვალ პროფკავშირების და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები