სვენეთთან, ავტობანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის რაიონის, სოფელ სვენეთთან, ავტობანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„დაიწვა მსუბუქი ავტომანქანა, რის გამოც ცეცხლი ახლომდებარე ტყეში გავრცელდა. დამწვარია ბალახი, ბუჩქნარი და ხის ნარგავები – ჯამში 1 ჰა ფართობი“,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები