სვენეთში, გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა (ფოტო)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები