პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა.
ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
ბარაბაძემ სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა. ბარაბაძე აცხადებს, რომ სკოლის დატოვება თებერვალში სურდა, თუმცა მოსწავლეების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და თანამდებობაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩა.
ამ ეტაპზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ბარაბაძის მოადგილე – ქეთევან მიქანაძე ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები