საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა

საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. წინა მონაცემების თანახმად, საქართველო 53-ე პოზიციას, უფრო ადრე კი 68-ე ადგილს იკავებდა.
ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.
ცნობისათვის, Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები