ეროვნულ სასახლეში ახალი სასწავლო წელი იწყება

უკვე 77 წელია, ყოველ შემოდგომაზე, ეროვნული სასახლე  მოსწავლეთა მიღებას იწყებს! 3 სექტემბრიდან მიმდინარეობს ბენეფიციართა რეგისტრაციის პროცესი. ეროვნული სასახლე, სკოლისგარეშე, დამატებითი და არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაცია, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. სასახლე 2018-2019 ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. 6-27 წლამდე მოსწავლეებს, ახალგაზრდებს  მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის, საგნობრივი და სახელოვნებო მიმართულების წრეების ფართო არჩევანსა და საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ, მათ შეუძლიათ. აირჩიონ წრე, კლუბი, საკუთარი ინტერესის, მიდრეკილებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით. ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს მოქმედი შეღავათებით.

სასახლის სიახლეებს შორის არის საესტრადო სკოლა, ასტროლოგიის კლასი, სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფები, პლანეტარიუმი და მრავალი სხვა.

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, განხორციელდება ახალი და ტრადიციული მასშტაბური პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმები, ფესტივალები და ვორქშოფები. მოქმედებს ერთჯერადი სერვისები – ყველა ასაკის დამთვალიერებლებს მიიღებს სასახლის ისტორიული მუზეუმი.

ამასთან ერთად, სასახლეში ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს ელექტროობისა და გათბობა-გაგრილების პროექტს და ეტაპობრივად, სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები