ავტოსაგზაო შემთხვევა ივერთუბანში – არიან დაშავებულები (ფოტო)

თბილისში, ივერთუბნის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილიდან „კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი – „ჰონდას“ და „ინფინიტის“ მარკის მანქანები შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები