გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართული მეცნიერებისათვის დიდი დანაკლისია ისეთი მეცნიერის დაკარგვა, რომელიც მდიდარი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით ზრდიდა მომავალ თაობებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს. უმძიმესია ეს წუთები, როდესაც ქართული ფილოსოფიური საზოგადოება ემშვიდობება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს, გურამ თევზაძეს, პირადად მე კი, უსაყვარლეს მასწავლებელს.
ქართული მეცნიერებისათვის დიდი დანაკლისია ისეთი მეცნიერის დაკარგვა, რომელიც მდიდარი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით ზრდიდა მომავალ თაობებს, თუმცა ნუგეშია ის, რომ მისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა კვლავ გზას გაუკვალავს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები