ოთარ კახიძე: კომისიამ ვერ დაადასტურა და გამოიკვლია, რომ საგანს, რომელიც მ.კ-ს ეჭირა, ჰქონდა მჭრელი პირი

„კომისიამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა და ვერ გამოიკვლია, რომ ამ საგანს, რომელიც მ.კ-ს ეჭირა, ჰქონდა მჭრელი პირი“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ოთარ კახიძემ ისაუბრა პირველ რეკომენდაციაზე, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს.
„ვინაიდან კომისიის სტანდარტი, მტკიცებულებითი სტანდარტი არის ერთობლიობა, რომლითაც ჩვენ ვაყალიბებთ რეკომენდაციებს, ვინაიდან ყოველგვარი ეჭვი რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის – ამ შემთხვევაში პოტენციური ბრალდებულის სასარგებლოდ, კომისია დასკვნაში არ მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიერ გამოყენებულ საგანს ჰქონდა მჭრელი პირი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები